Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება, იანვარ-ივლისი, 2024

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივლისის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარ-ივლისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-ივლისში:
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 14,570.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 59.3%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 81.5%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 79.1%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 14,346.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 57.3%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 78.2%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 79.1%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, 2022-2023 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
• სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 224.8 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 აგვისტოსთვის 1,802.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024--1h9j6q7ypdnzv4g?live

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: