Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება, იანვარ-ივნისი, 2024

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარ-ივნისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2024 წლის იანვარ-ივნისში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 12,448.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 50.7%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 106.3%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 79.6%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე,  წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 11,799.0მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 47.1%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 99.4%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 78.9%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით, ხოლო მისი წილი გადასახდელებში მცირედით აღემატება 2023 წლის მონაცემს და ჩამორჩება 2022 წლის მაჩვენებელს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 649.4 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 ივლისისთვის 2,226.7მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024--1h9j6q70eldev4g?live 

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: