Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - იანვარ-მაისი, 2024

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მაისის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარ-მაისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2024 წლის იანვარ-მაისში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 10,115.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 41.2%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 86.4%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 84.6%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე,  წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 9,870.1მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 39.4%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 83.2%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 79.7%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, 2022-2023 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო მისი წილი გადასახდელებში აღემატება 2023 წლის მონაცემს და ჩამორჩება 2022 წლის მაჩვენებელს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 245.5 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 ივნისისთვის 1,822.8მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024--1hnq41o50erok23?live 

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: