Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება, იანვარ-აპრილი, 2024

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-აპრილის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარ-აპრილის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2024 წლის იანვარ-აპრილში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 8,345.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 34.0%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 71.3%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 82.4%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2023 წელთან შედარებით და შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 7,876.6მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 31.5%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 66.4%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 79.6%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, 2022-2023 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 469.2 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 მაისისთვის 2,046.5მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზეhttps://infogram.com/2024--1hmr6g88d3v9o2n?live                       

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: