„საქართველოს მუნიციპალიტეტების 2024 წლის ბიუჯეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულების მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სახაზინო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით.
საქართველოს მუნიციპალიტეტების 2024 წლის ბიუჯეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტების:
- ჯამურმა შემოსულობებმა 5,863.7 მლნ ლარი შეადგინა (მ.შ. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსულობები 5,182.0 მლნ ლარი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების შემოსულობები 681.7 მლნ ლარი), რაც 2023 წლის მაჩვენებელს (5,018.9 მლნ ლარი) 844.8 მლნ ლარით აღემატება;
- ჯამურმა გადასახდელებმა 5,853.7 მლნ ლარი შეადგინა (მ.შ. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების გადასახდელები 5,159.4 მლნ ლარი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების გადასახდელები 694.3 მლნ ლარი), რაც 2023 წლის მაჩვენებელს (4,972.4 მლნ ლარი) 881.4 მლნ ლარით აღემატება;
- ჯამური შემოსულობებისა (5,863.7 მლნ ლარი) და ჯამური გადასახდელების (5,853.7 მლნ ლარი) გათვალისწინებით ნაშთის ცვლილებამ (დაგროვებამ) 9.9 მლნ ლარი შეადგინა (მ.შ. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ნაშთის ცვლილება (დაგროვება) 22.6 მლნ ლარი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ნაშთის ცვლილება (გამოყენება) -12.6 მლნ ლარი).
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/munitsipalitetebis-da-avtonomiurebis-biujetebis-mimokhilva-2024-1h1749w8vo9vl2z
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: