Print this page

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვა

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი 2024 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-ივნისში:
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 12,448.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 50.7%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 106.3%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 79.6%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 11,799.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 47.1%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 99.4%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 78.9%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით, ხოლო მისი წილი გადასახდელებში მცირედით აღემატება 2023 წლის მონაცემს და ჩამორჩება 2022 წლის მაჩვენებელს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 649.4 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 ივლისისთვის 2,226.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
• სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 1,596.2 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - -84.5 მლნ ლარი.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024-6-1h0r6rz098gll4e?live

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: