Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა ივლისი, 2023

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • ივნისში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
  • ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0.3% შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია საცხოვრებლის და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფზე ფასების ზრდით.
  • ივნისში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 10.0%-ით, ხოლო ხარჯები 12.8%-ით გაიზარდა.
  • ივნისში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 46.0 მლრდლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
  • იანვარ-ივნისში* ექსპორტმა 19.3%-ით, ხოლო იმპორტმა 20.4%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 10,269 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • ივნისში* ფულადმა გზავნილებმა 353.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 36.6%) და ევროკავშირის ქვეყნები (31.1%) წარმოადგენდნენ.
  • ივლისში მთლიანი საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5,436 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 30.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
  • ივნისში*, წინა თვესთან მიმართებით, მცირედით გაიზარდა დეპოზიტებსა და სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
  • ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.8%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 1.1%-ით გაუფასურდა.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.