პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- მაისში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.0% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
- ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0.6% შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს და საცხოვრებლის ჯგუფზე ფასების ზრდით.
- მაისში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 3.4%-ით, ხოლო ხარჯები 13.9%-ით გაიზარდა.
- მაისში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 44.5 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.
- იანვარ-მაისში* ექსპორტმა 18.6%-ით, ხოლო იმპორტმა 19.9%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 8,363 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- მაისში* ფულადმა გზავნილებმა 384.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 40.2%) და ევროკავშირის ქვეყნები (28.9%) წარმოადგენდნენ.
- ივნისში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,067 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 29.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
- მაისში*, წინა თვესთან მიმართებით, მცირედით შემცირდა დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი, სესხებზე კი გაიზარდა.
- ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3.2%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.8%-ით გაუფასურდა.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.