Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა აპრილი, 2023

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • მარტში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
  • აპრილში სამომხმარებლო ფასების  წლიური ინფლაცია 2.7%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
  • მარტში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 4.3%-ით შემცირდა, ხოლო ხარჯები 2.6%-ით გაიზარდა.
  • მარტში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 43.9 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.
  • იანვარ-მარტში* ექსპორტმა 24.7%-ით, ხოლო იმპორტმა 21.0%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 4,784 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • მარტში* ფულადმა გზავნილებმა 438.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 51.0%) და ევროკავშირის ქვეყნები (23.8%) წარმოადგენდნენ.
  • აპრილში მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5,133 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.
  • მარტში*, წინა თვესთან მიმართებით, შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
  • აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.5%-ით გამყარდა. ხოლო ევროს მიმართ მცირედით (0.1%-ით) გაუფასურდა.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.