Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა თებერვალი, 2023

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • 2023 წლის იანვარში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8.4% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
  • 2023 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 8.1%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
  • იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 25.1%-ით, ხოლო ხარჯები 14.4%-ით გაიზარდა.
  • იანვარში კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 43.5 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.
  • იანვარში ექსპორტმა 38.5%-ით, ხოლო იმპორტმა 25.2%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 1,462 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • იანვარში ფულადმა გზავნილებმა 445.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 60.1%) და ევროკავშირის ქვეყნები (20.4%) წარმოადგენდნენ.
  • თებერვალში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,720 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.
  • იანვარში, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი, სესხებზე კი მცირედით გაიზარდა.
  • თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1.1%-ით, ხოლო ევროს მიმართ 1.5%-ით გამყარდა.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.