Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა იანვარი, 2023

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • 2022 წლის დეკემბერში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 11.0% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
  • 2023 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 9.4%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
  • დეკემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 26.0%-ით, ხოლო ხარჯები 8.0%-ით გაიზარდა.
  • დეკემბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 44.2 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.
  • იანვარ-დეკემბერში* ექსპორტმა 31.8%-ით, ხოლო იმპორტმა 33.2%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 19,043 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • დეკემბერში* ფულადმა გზავნილებმა 535.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 59.3%) და ევროკავშირის ქვეყნები (19.6%) წარმოადგენდნენ.
  • იანვარში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,899 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.
  • დეკემბერში*, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი, სესხებზე კი მცირედით გაიზარდა.
  • იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 1.3%-ით გაუფასურდა.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი