Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა დეკემბერი, 2023

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • ნოემბერში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები ფიქსირდება.
  • დეკემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0.4% შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს, საცხოვრებლის, სასტუმროების, კაფეეებისა და რესტორნების, განათლების ჯგუფებზე ფასების ზრდით.
  • ნოემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 3.6%-ით შემცირდა, ხოლო ხარჯები 1.2%-ით გაიზარდა.
  • ნოემბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 49.4 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
  • იანვარ-ნოემბერში* საქონლის ექსპორტმა 11.1%-ით, ხოლო იმპორტმა 16.1%-ით მოიმატა. ამავე პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 19,613 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • ნოემბერში* ფულადმა გზავნილებმა 292.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 37.1%) და რუსეთი (25.7%) წარმოადგენდნენ.
  • დეკემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,003 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 2.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
  • ნოემბერში* , წინა თვესთან მიმართებით, დეპოზიტებსა და სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა.
  • დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.7%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 0.5%-ით გაუფასურდა.
  • დეკემბერში რეგიონის ქვეყნების ვალუტებიდან აშშ დოლარის მიმართ მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა, ხოლო დანარჩენი გაუფასურდა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.