Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა ნოემბერი, 2023

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • ოქტომბერში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები ნარჩუნდება.
  • ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0.1% შეადგინა.
  • ოქტომბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 13.3%-ით, ხოლო ხარჯები 25.4%-ით გაიზარდა.
  • ოქტომბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 48.4 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
  • იანვარ-ოქტომბერში* ექსპორტმა 12.5%-ით, ხოლო იმპორტმა 17.8%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 17,785 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • ოქტომბერში* ფულადმა გზავნილებმა 283.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 38.9%) და რუსეთი (21.8%) წარმოადგენდნენ.
  • ნოემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,122 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 10.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
  • ოქტომბერში*, წინა თვესთან მიმართებით, მცირედით გაიზარდა დეპოზიტებსა და სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
  • ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.6%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.6%-ით გაუფასურდა.
  • ნოემბერში რეგიონის ქვეყნების ვალუტებიდან აშშ დოლარის მიმართ, მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა, ხოლო დანარჩენმა ვალუტებმა გაუფასურება განიცადეს.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.