Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა ოქტომბერი, 2023

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

 

  • სექტემბერში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.1% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები

აღინიშნება.

  • ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0.8% შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს და საცხოვრებლის ჯგუფებზე ფასების ზრდით.
  • სექტემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 8.4%-ით, ხოლო ხარჯები 14.0%-ით გაიზარდა.
  • სექტემბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 47.7 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
  • იანვარ-სექტემბერში* ექსპორტმა 12.7%-ით, ხოლო იმპორტმა 18.2%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 15,911 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • სექტემბერში* ფულადმა გზავნილებმა 283.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 39.0%) და რუსეთი (20.9%) წარმოადგენდნენ.
  • ოქტომბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,119 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 16.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
  • სექტემბერში*, წინა თვესთან მიმართებით, მცირედით გაიზარდა დეპოზიტებსა და სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
  • ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1.7%-ით, ხოლო ევროს მიმართ 0.4%-ით გაუფასურდა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.