Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა სექტემბერი, 2023

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • აგვისტოში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
  • სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0.7% შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია საცხოვრებლის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს, განათლების, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფებზე ფასების ზრდით.
  • აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 26.9%-ით, ხოლო ხარჯები 9.5%-ით გაიზარდა.
  • აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 46.6 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
  • იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტმა 14.4%-ით, ხოლო იმპორტმა 17.8%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 14,005 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • აგვისტოში ფულადმა გზავნილებმა 287.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 39.5%) და რუსეთი (21.0%) წარმოადგენდნენ.
  • სექტემბერში მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 5,273 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
  • აგვისტოში, წინა თვესთან მიმართებით, შემცირდა დეპოზიტებსა და სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
  • სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.9%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 1.1%-ით გამყარდა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.