პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- 2023 წლის IV კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8%-ით გაიზარდა, რაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ ნოემბრის თვეში პროგნოზირებულ 6.2%-ზე მეტია.
- 2023 წლის IV კვარტალში წლიური ინფლაცია 0.4%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლებია.
- 2023 წლის IV კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 1,229.7 მლნ ლარი შეადგინა.
- მთლიანი სახელმწიფო ვალი ზრდის ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2023 წლის IV კვარტალში საგარეო ვალის წილმა 72.9% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 76.0% იყო.
- 2023 წლის III* კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დადებითმა სალდომ 163.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 51.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
- 2023 წლის IV კვარტლის ბოლოსათვის საერთაშორისო რეზერვებმა 5,009.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით2.2%-ით მეტია.
- 2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 27.3%-დან 27.8%-მდე გაიზარდა.
- წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 43.3%-ით შემცირდა და 884.0 მლნ დოლარი შეადგინა.
- მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2023 წლის IV კვარტალის ბოლოს 9.5%-ით განისაზღვრა.
- ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 2.7%-ით გაუფასურდა, ხოლო 2022 წლის IV კვარტალთან მიმართებით 1.5%-ით გამყარდა.
- დოლარიზაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დეპოზიტებზე შემცირდა, ხოლო სესხებზე გაიზარდა.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.