Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - III კვარტალი, 2023

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • 2023 წლის III კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5.4%-ით გაიზარდა, რაც ნაკლებია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ აგვისტოს თვეში პროგნოზირებულ 6.9%-ზე.
  • 2023 წლის III კვარტალში წლიური ინფლაცია 0.6%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლებია.
  • 2023 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 834.5 მლნ ლარი შეადგინა.
  • მთლიანი სახელმწიფო ვალი ზრდის ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2023 წლის III კვარტალში საგარეო ვალის წილმა 73.7% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 76.3% იყო.
  • 2023 წლის II კვარტალში გაუარესდა საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობა, კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 34.8%-ით და 366.0 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.
  • 2023 წლის III კვარტალში მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 5,273.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მონაცემზე.
  • 2023 წლის III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 30.0%-დან 28.7%-მდე შემცირდა.
  • წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2023 წლის III კვარტალში ფულადი გზავნილები 15.1%-ით შემცირდა და 872.0 მლნ დოლარი შეადგინა.
  • მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2023 წლის III კვარტალში 10.0%-ით განისაზღვრა.
  • ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 2.4%-ით გაუფასურდა, ხოლო 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 7.7% - ით გამყარდა.
  • დოლარიზაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.