„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა (იანვარ-აგვისტო)" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2023 წლის იანვარ-აგვისტოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 14,639.1მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 66.8%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 94.0%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 74.5%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად შემოსულობებში აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს და უტოლდება 2022 წლის ანალოგიურ მონაცემს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 13,815.7მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 63.1%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 86.3%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 78.0%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და მცირედით შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 823.4მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 სექტემბრისთვის - 2,070.9მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.