Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - იანვარ-ივნისი, 2023

„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა (იანვარ-ივნისი)" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2023 წლის იანვარ-ივნისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2023 წლის იანვარ-ივნისში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 10,715.6მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 48.9%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 106.2%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 75.0%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 9,959.8მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 45.5%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 98.6%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 78.8%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და მცირედით შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 755.7მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 ივლისისთვის - 2,003.2მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.