Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - იანვარ-მაისი, 2023

 

„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა (იანვარ-მაისი)" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2023 წლის იანვარ-მაისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2023 წლის იანვარ-მაისში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 9,077.0მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 41.4%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 90.8%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 76.6%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და მცირედით შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 8,219.0მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 37.6%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 82.2%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 79.4%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და მცირედით შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 858.0მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 ივნისისთვის - 2,105.5მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.