Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - იანვარ-აპრილი, 2023

„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა (იანვარ-აპრილი)" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2023 წლის იანვარ-აპრილის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2023 წლის იანვარ-აპრილში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 7,187.1მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 32.8%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 71.9%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 76.6%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 6,404.3მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 29.3%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 64.0%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 79.8%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და მცირედით შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 782.8მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 მაისისთვის - 2,030.3მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.