Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება, იანვარ-ნოემბერი, 2023

„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა (იანვარ-ნოემბერი)" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2023 წლის იანვარ-ნოემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2023 წლის იანვარ-ნოემბერში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 20,177.3მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 91.0%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 75.9%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 19,620.6მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 87.9%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 76.6%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 556.6მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 დეკემბრისთვის - 1,804.1მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.