Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - იანვარ-ოქტომბერი, 2023

„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა (იანვარ-ოქტომბერი)" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 18,359.2მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 82.8%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 75.9%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 17,674.5მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 79.2%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 76.9%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და მცირედით შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 684.8მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 ნოემბრისთვის - 1,932.3მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.