„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა (იანვარ-სექტემბერი)" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2023 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 16,451.9მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 75.1%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 105.6%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 75.2%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 15,769.1მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 72.1%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 98.5%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 76.7%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და მცირედით შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 682.8მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 ოქტომბრისთვის 1,930.3მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.