Print this page

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა

„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი 2023 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვის საფუძველზე.

 

2023 წლის იანვარ-მარტში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 4,900.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 22.4%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 103.5%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 83.9%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 4,659.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 21.3%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 96.3%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 80.9%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში  გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 241.4 მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 აპრილისთვის - 1,488.9 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 654.8 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ  -  101.2 მლნ ლარი.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.