„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი 2023 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვის საფუძველზე.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 16,451.9მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 75.1%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 105.6%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 75.2%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 15,769.1მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 72.1%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 98.5%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 76.7%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და მცირედით შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 682.8მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 ოქტომბრისთვის 1,930.3მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა;
- სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 1,631.6 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - -907.6 მლნ ლარი.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.