Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - I კვარტალი, 2022

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

• სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 14.4%-ით გაიზარდა.
• წლიური ინფლაცია 13.2%-ს გაუტოლდა.
• ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 0.4%-ით გამყარდა, ხოლო 2021 წლის I კვარტალთან შედარებით - 6.4%-ით.
• ნაერთი ბიუჯეტის დადებითმა მთლიანმა სალდომ 38.8 მლნ ლარი შეადგინა.
• დოლარიზაციის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.