Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა დეკემბერი, 2022

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • 2022 წლის ნოემბერში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 9.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
  • დეკემბერში სამომხმარებლო ფასების  წლიური ინფლაცია 9.8%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
  • ნოემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 30.7%-ით, ხოლო ხარჯები 13.7%-ით გაიზარდა.
  • ნოემბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 42.8 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.
  • იანვარ-ნოემბერში* ექსპორტმა 31.8%-ით, ხოლო იმპორტმა 32.4%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 17,018 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • ნოემბერში* ფულადმა გზავნილებმა 521.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 60.7%) და ევროკავშირის ქვეყნები (17.6%) წარმოადგენდნენ.
  • დეკემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,901 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.
  • ნოემბერში*, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი, სესხებზე კი მცირედით გაიზარდა.
  • დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1.5%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 2.3%-ით გაუფასურდა.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი