პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
• 2022 წლის ოქტომბერში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
• ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 10.4%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
• ოქტომბერში* ნაერთი ბიუჯეტის დადებითი მთლიანი სალდო დაფიქსირდა.
• ოქტომბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 42.4 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.
• იანვარ-ოქტომბერში* ექსპორტმა 34.0%-ით, ხოლო იმპორტმა 33.3%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 15,228 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
• ოქტომბერში* ფულადმა გზავნილებმა 502.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 59.6%) და ევროკავშირის ქვეყნები (18.3%) წარმოადგენდნენ.
• ნოემბერში მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 4,637 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.
• ოქტომბერში*, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
• ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.1%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 1.7%-ით გაუფასურდა.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი