Print this page

ავტონომიური რესპუბლიკების 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულებისა და საქართველოს მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა

„ავტონომიური რესპუბლიკების 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულებისა და საქართველოს მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტების შესრულების მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სახაზინო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით.

ავტონომიური რესპუბლიკების 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და საქართველოს მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტების:

  • ჯამურმა შემოსულობებმა 4,318.9 მლნ ლარი შეადგინა (მ.შ. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების შემოსულობები 466.6 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსულობები 3,852.3 მლნ ლარი), რაც 2021 წლის მაჩვენებელს (3,418.3 მლნ ლარი) 900.6 მლნ ლარით აღემატება;
  • ჯამურმა გადასახდელებმა 4,086.2 მლნ ლარი შეადგინა (მ.შ. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების გადასახდელები 422.0 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების გადასახდელები 3,664.2 მლნ ლარი), რაც 2021 წლის მაჩვენებელს (3,300.2 მლნ ლარი) 786.0 მლნ ლარით აღემატება;
  • ჯამური შემოსულობებისა (4,318.9 მლნ ლარი) და ჯამური გადასახდელების (4,086.2 მლნ ლარი) გათვალისწინებით ნაშთის ცვლილებამ (დაგროვებამ) 232.7 მლნ ლარი შეადგინა (მ.შ. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ნაშთის ცვლილება (დაგროვება) 44.5 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ნაშთის ცვლილება (დაგროვება) 188.2 მლნ ლარი).

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.