Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება, იანვარ-ივნისი, 2026

„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2026 წლის იანვარ-ივნისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2026 წლის იანვარ-ივნისში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 15,562.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 102.8%-ს და წლიური გეგმის 50.6%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 72.1%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 14,053.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 92.0%-ს და წლიური გეგმის 45.5%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 75.9%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 1,508.3 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი ივლისისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,974.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/2026-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-ivnisis-shesrulebis-mimokhilva-1h0r6rzqg9r5l4e

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: