„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მარტის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2026 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2026 წლის იანვარ-მარტში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 7,804.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 100.6%-ს და წლიური გეგმის 25.4%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 71.7%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 7,238.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 91.6%-ს და წლიური გეგმის 23.4%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 73.1%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 566.7 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი აპრილისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,032.4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: