Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება, იანვარ-თებერვალი, 2026

 

„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-თებერვლის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2026 წლის იანვარ-თებერვლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2026 წლის იანვარ-თებერვალში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 5,239.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 67.5%-ს და წლიური გეგმის 17.0%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 67.3%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 5,032.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 63.7%-ს და წლიური გეგმის 16.3%-ს შეადგენს;
  •  სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 68.3%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 207.0 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი მარტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,672.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/2026-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-tebervlis-shesrulebis-mimokhilva-1hnp27e01oyvn4g

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: