Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - იანვარი, 2026

„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვრის თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2026 წლის იანვრის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2026 წლის იანვარში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 3,256.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 42.0%-ს და წლიური გეგმის 10.6%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 57.7%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 3,148.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 39.8%-ს და წლიური გეგმის 10.2%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 56.9%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 108.1 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი თებერვლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,573.9 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/2026-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvris-tvis-shesrulebis-mimokhilva-1hmr6g8m7x5gz2n

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: