„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი 2026 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვის საფუძველზე.
2026 წლის იანვარ-მარტში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 7,804.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 25.4%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 100.6%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში ძირითადი წილი, 71.7%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 7,238.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 23.4%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 91.6%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 73.1%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 566.7 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი აპრილისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,032.4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა;
- სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ 690.7 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა სალდომ - 231.9 მლნ ლარი.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/2026-tslis-sakhelmtsipo-biujetis-3-tvis-shesrulebis-mimokhilva-1h0n25o0vnpml4p
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: