Print this page

ოპერატიული ინფორმაცია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-დეკემბერი)

„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-დეკემბრის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

2025 წლის იანვარ-დეკემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 27,800.0 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,583.5 მლნ ლარი) 100.8%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 2,044.8 მლნ ლარით (7.9%-ით) აღემატება (ძირითადად, შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

2025 წლის 12 თვეში, გადასახდელები   27,720.5 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,952.9 მლნ ლარი) 99.2%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 12 თვის მაჩვენებელს 1,774.1 მლნ ლარით (6.8%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,386.2 მლნ ლარს გაუტოლდა. 12 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 79.6 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის პირველი იანვრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,465.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, 12 თვეში, 1,137.3 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ -1,575.0 მლნ ლარი შეადგინა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.