Print this page

ოპერატიული ინფორმაცია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-ივლისი)

„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივლისის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

2025 წლის იანვარ-ივლისში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 15,672.5 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,560.8 მლნ ლარი) 56.9%-ს და 9 თვის გეგმის  (20,013.1 მლნ ლარი) 78.3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი   1,101.8 მლნ ლარით (7.6%-ით) აღემატება (ძირითადად, შემოსავლების კომპონენტის მატების გავლენით).

2025 წლის 7 თვეში, გადასახდელები  15,077.1 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,941.7 მლნ ლარი) 54.0%-ს და 9 თვის გეგმის (20,669.1 მლნ ლარი) 72.9%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 7 თვის მაჩვენებელს  731.2 მლნ ლარით (5.1%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ხარჯების კომპონენტის მატების გავლენით).

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,386.2 მლნ ლარს გაუტოლდა. 7 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 595.4 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 აგვისტოსთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,981.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2025 წლის იანვარ-ივლისში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო  1,272.6 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ  -35.1 მლნ ლარი შეადგინა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.