„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მაისისშესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 11,129.6 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,560.8 მლნ ლარი) 40.4%-ს და 6 თვის გეგმის (13,221.6 მლნ ლარი) 84.2%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 1,013.9 მლნ ლარით (10.0%-ით) აღემატება (ძირითადად, შემოსავლების კომპონენტის მატების გავლენით).
2025 წლის 5 თვეში გადასახდელები 10,542.3 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,941.7 მლნ ლარი) 37.7%-ს და 6 თვის გეგმის (13,656.8 მლნ ლარი) 77.2%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 5 თვის მაჩვენებელს 672.2 მლნ ლარით (6.8%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ხარჯების კომპონენტის მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,386.2 მლნ ლარს გაუტოლდა. 5 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 587.3 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 ივნისისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,973.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2025 წლის იანვარ-მაისში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 1,334.0 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ 370.3 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.