„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-თებერვლისშესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 4,246.7 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,560.8 მლნ ლარი) 15.4%-ს და 3 თვის გეგმის (6,619.0 მლნ ლარი) 64.2%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 477.6 მლნ ლარით (12.7%-ით) აღემატება (ძირითადად, ვალდებულებების ზრდის კომპონენტის მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
2025 წლის 2 თვეში გადასახდელები 4,271.7 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,941.7 მლნ ლარი) 15.3%-ს და 3 თვის გეგმის (6,780.8 მლნ ლარი) 63.0%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 2 თვის მაჩვენებელს 343.4 მლნ ლარით (8.7%-ით) აჭარბებს (ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,386.2 მლნ ლარს გაუტოლდა. 2 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის გამოყენებამ 24.9 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 მარტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,361.3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2025 წლის იანვარ-თებერვალში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 208.0 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ -278.0 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.