„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ნოემბრის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2025 წლის იანვარ-ნოემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში:
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 24,726.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 89.7%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 79.9%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 23,210.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 83.1%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 82.7%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
• სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 1,516.3 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 დეკემბრისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,902.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: