„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2025 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 20,489.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 102.4%-ს და წლიური გეგმის 74.3%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 79.0%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 19,277.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 93.3%-ს და წლიური გეგმის 69.0%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 82.6%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 1,211.5 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 ოქტომბრისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,597.6 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-sektembris-shesrulebis-mimokhilva-1h0r6rzggw5wl4e
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: