„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივლისის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2025 წლის იანვარ-ივლისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
- 2025 წლის იანვარ-ივლისში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 15,673.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 78.3%-ს და წლიური გეგმის 56.9%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 79.4%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 15,078.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 73.0%-ს და წლიური გეგმის 54.0%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 83.2%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 595.3 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 აგვისტოსთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,981.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთბ მულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-ivlisis-shesrulebis-mimokhilva-1hmr6g8937jlz2n
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: