„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2025 წლის იანვარ-ივნისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-ივნისში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 13,340.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 100.9%-ს და წლიური გეგმის 48.4%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 79.0%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში, 2023-2024 წლებთან შედარებით გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში, 2024 წელთან შედარებით - შემცირებულია, ხოლო 2023 წელთან შედარებით - გაზრდილი;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 12,742.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 93.3%-ს და წლიური გეგმის 45.6%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 82.5%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 598.3 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 ივლისისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,984.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-ivnisis-shesrulebis-mimokhilva-1h7v4pdkel7n84k
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: