„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მაისის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2025 წლის იანვარ-მაისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-მაისში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 11,133.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 84.2%-ს და წლიური გეგმის 40.4%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 79.8%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში, 2023-2024 წლებთან შედარებით გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში, 2024 წელთან შედარებით - შემცირებულია, ხოლო 2023 წელთან შედარებით - გაზრდილი;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 10,545.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 77.2%-ს და წლიური გეგმის 37.7%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 82.2%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 587.6 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 ივნისისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,973.9 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთბ მულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-maisis-shesrulebis-mimokhilva-1h984wv8orodz2p
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: