„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-აპრილის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2025 წლის იანვარ-აპრილის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-აპრილში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 8,693.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 65.8%-ს და წლიური გეგმის 31.5%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 81.6%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2023-2024 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად შემოსულობებში, 2024 წელთან შედარებით - შემცირებულია, ხოლო 2023 წელთან შედარებით - გაზრდილი;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 8,460.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 61.9%-ს და წლიური გეგმის 30.3%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 82.6%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 233.1 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 მაისისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,619.3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-aprilis-shesrulebis-mimokhilva-1h1749w7jxngq2z
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: