Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება, იანვარი, 2025

„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარის თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2025 წლის იანვარის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2025 წლის იანვარში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 2,318.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 35.0%-ს და წლიური გეგმის 8.4%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 78.6%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2023-2024 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 2,279.5მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 33.6%-ს და წლიური გეგმის 8.2%-ს შეადგენს;
  •  სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 77.4%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2023-2024 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში მცირედით გაზრდილია 2024 წელთან შედარებით და შემცირებულია 2023 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 38.6 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 თებერვლისთვის 1,424.8მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზეhttps://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvaris-tvis-shesrulebis-mimokhilva-1h1749wnzvrkq2z?live                                            

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: