Print this page

საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საფუძველზე.

2024 წელს:

  • 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 25,755.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის (25,696.0 მლნ ლარი) 100.2%-ს შეადგენს, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3,075.2 მლნ ლარით (13.6%-ით) აღემატება, რაც ძირითადად განპირობებულია, ერთი მხრივ, შემოსავლების 16.7%-იანი (3,132.4 მლნ ლარით) ზრდით და მეორე მხრივ, ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების 6.0%-იანი (208.8 მლნ ლარით) შემცირებით.
  • 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 25,946.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის (25,930.4 მლნ ლარი) 100.1%-ს შეადგენს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16.1%-ით (3,596.2 მლნ ლარით) აღემატება, რაც ძირითადად დაკავშირებულია ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტების ფარგლებში გაწეული გადასახდელების ზრდასთან;
  • 2024 წლის დასაწყისისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის მოცულობა 1,577.3 მლნ ლარით განისაზღვრა. წლის განმავლობაში მიღებული შემოსულობებისა და გაწეული გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის გამოყენებამ 191.1 მლნ ლარი შეადგინა და შესაბამისად, 2024 წლის ბოლოსათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთის მოცულობა 1,386.2 მლნ ლარს გაუტოლდა.
  • „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო (დეფიციტი) 2,144.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 2.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება ფაქტობრივ შესრულებას, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტმა  1,746.3 მლნ ლარი, მშპ-ის 1.9% შეადგინა, რაც აღნიშნული კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან (მშპ-ის 2.4%) შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია;
  • „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის, მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-ის 36.8%-ით განისაზღვრა, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (წინასწარი მონაცემებით)) − მშპ-ის 0.047%-ით. ფაქტობრივად კი, მთავრობის ვალის ნაშთმა, 2024 წლის 31 დეკემბრისათვის, მშპ-ის 36.1% შეადგინა, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (წინასწარი მონაცემებით)) მშპ-ის 0.047%-ს გაუტოლდა. ჯამურად, აღნიშნული ვალდებულებები მშპ-ის 36.1%-ია.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024-tslis-sakhelmtsipo-biujetis-shesrulebis-mimokhilva-1hnq41ox8g3np23
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: