ქვეყნის ფისკალური გარემოს მდგრადობა არსებითადაა დამოკიდებული, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე სახელმწიფო ფინანსების ეფექტიან მართვაზე. ქვემოთ წარმოდგენილი ანგარიში მიზნად ისახავს წარმოადგინოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის ძირითადი ფისკალური ინდიკატორების დინამიკა, კერძოდ ანგარიში განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ძირითად მახასიათებლებს 2018 წლისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მაჩვენებლები სრულყოფილად ვერ ასახავს ქვეყნის ფისკალური მოწყობის ყველა მნიშვნელოვან ასპექტსა და კომპლექსურობას, მათი დახმარებით შესაძლოა ზოგადი სურათისა და ძირითადი ტენდენციების წარმოდგენა.