ანგარიშგების პოლიტიკა

 

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგების პოლიტიკა მაკროგარემოს ანალიზის მიმართულებით ეყრდნობა მის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლს და ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გათვალისწინებით) საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

მაკროეკონომიკური პროგნოზები

მისი, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლიდან და არსებული მანდატიდან გამომდინარე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ერთი მხრივ, აფასებს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გამოყენებულ ოფიციალურ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, ხოლო მეორე მხრივ, ამზადებს დამოუკიდებელ წლიურ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს საშუალოვადიანი პერიოდისათვის სრული მაკროეკონომიკური ჩარჩოსათვის. მაკროპროგნოზების საფუძვლიანობის შეფასება გულისხმობს გამოყენებული ეკონომიკური დაშვებებისა და გასული პერიოდის ტენდენციების ანალიზს, ასევე შედარებას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ და სხვა ინსტიტუციების პროგნოზებთან. რაც შეეხება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ პროგნოზებს, ოფისის მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელი  (PBOMFM) არის თავსებადი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (International Monetary Fund) ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის მოდელის სტრუქტურასთან, რომელიც ეკონომიკური თეორიებიდან გამომდინარე ერთმანეთთან აკავშირებს ოთხ ძირითად სექტორს:

დეტალურად პროგნოზირების მოდელის შესახებ იხ. მეთოდოლოგიური განმარტება მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის შესახებ.

საქართველოს საბიუჯეტო ციკლის, უფრო დეტალურად კი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე და 38-39-ე მუხლებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 136-138-ე მუხლების გათვალისწინებით, მაკროპროგნოზების განახლება ხდება წელიწადში ოთხჯერ. განახლების ვადები ასევე ითვალისწინებს პროგნოზებისათვის საჭირო მონაცემების გამოქვეყნების ვადებს:

გარდა ზემოაღნიშნულისა, დაინტერესებულ მხარეთათვის ოპერატიული საპროგნოზო მაჩვენებლების მისაწოდებლად პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს ეკონომიკური ზრდის კვარტალურ პროგნოზებს, საშუალოდ, საანგარიშო კვარტლის დაწყებიდან 1.5 თვის ვადაში.

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს:

დეტალური ინფორმაციისათვის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშების გამოქვეყნების ვადების შესახებ იხ. მაკროგარემოს ანალიზის ანგარიშგების კალენდარი 2026 წლისათვის.