პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მანდატის შესაბამისად, მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს ეკონომიკის სექტორების (რეალური, საგარეო, ფისკალური და მონეტარული) ჭრილში ძირითადი ინდიკატორების მიმოხილვა და ანალიზი, ასევე შეფასებულ იქნას მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს შორის კავშირურთიერთობები დროის სხვადასხვა პერიოდის მიხედვით.
აღნიშნულის მიზნით, მოცემული ანგარიში მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
- ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შეფასება დამატებული ღირებულების და დანახარჯების მიხევით; მშპ-ის ფაქტორული ანალიზი (მიწოდების მხრიდან) და მისი პონტენციური დონის შეფასება; მშპ-ის პროგნოზის მიმოხილვა 2016 წლისთვის;
- საგადამხდელო ბალანსის მიმოხილვა; ექსპორტ-იმპორტის განმსაზღვრელი ფაქტორების შეფასება და ქვეყნის საგარეო სტაბილურობის ანალიზი;
- ნაერთი ბიუჯეტი მიმოხილვა; საგადასახადო შემოსავლების ანალიზი თითოეული გადასახადის დონეზე;
- ინფლაციის და მონეტარული აგრეგატების მიმოხილვა; ფულზე მოთხოვნის შეფასება და კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტების ანალიზი.